Logo

გიორგი ბუტიკაშვილი - მოსკოვის მექანიზმმა კიდევ უფრო გაართულა "ქართული ოცნების" მდგომარეობა

პოლიტიკა
139
Frontnews image description

შეიძლება ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ ყველა შეხვედრა, რომელიც ტარდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, არის ძალიან მკაცრი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცივილური სამყარო თანხმდება, რომ "ქართული ოცნება" არის ავტოკრატიული ძალა.

"შეიძლება ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ ყველა შეხვედრა, რომელიც ტარდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, არის ძალიან მკაცრი და შესაბამისად, მოსკოვის მექანიზმმა კიდევ უფრო გაართულა "ქართული ოცნების" მდგომარეობა და სწორედ ამიტომაც დაემატა ევროკავშირში სპეციალურად საქართველოს თემა და ეს ყველაფერი კი ცხადია, გამოწვეულია "მოსკოვის მექანიზმით" და "ქართული ოცნების" ამ უგულო პოზიციით, რომ მათ არ სჯერათ და არ მოსწონთ ის, რაც "მოსკოვის მექანიზმში" წერია.

ცივილური სამყარო თანხმდება, რომ "ქართული ოცნება" არის ავტოკრატიული ძალა, არის რუსული რეჟიმის მსგავსი, რომელიც იმეორებს იმავე ნაბიჯებს, რაც გადადგა ლუკაშენკომ, მადურომ, ან პუტინი დგამს წლებია", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები