Logo

გიორგი ბუტიკაშვილი - ფორუმებს, სადაც პუტინია, მშვიდობის ფორუმი ვერ ერქმევა

პოლიტიკა
191
Frontnews image description

ფორუმებს, სადაც პუტინია, მშვიდობის ფორუმი ვერ ერქმევა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კობახიძის პერსონიდან გამომდინარე, ის არავინ არ არის და არაფერს წარმოადგენს პუტინისთვის და შეიძლება არც კი ელაპარაკოს კობახიძეს პუტინი.

"ფორუმებს, სადაც პუტინი არის, მშვიდობის ფორუმი ვერ ერქმევა. ტერორისტი სახელმწიფო მონაწილეობს ფორუმში, რომელსაც ჰქვია მშვიდობის ფორუმი - ეს არის ყველაზე დიდი აბსურდი, რაც შეიძლება, მოვისმინოთ დღეს და ამ აბსურდის მონაწილე არის კობახიძე, ვინაიდან "ქართული ოცნება" ცდილობს, დასავლური სტრუქტურები მთლიანად ჩახსნას საქართველოს სამომავლო პერსპექტივაში და ჰქონდეთ ინტეგრაცია ისეთ ქვეყნებთან, ისეთ სახელმწიფოებთან, სადაც დემოკრატია არ არის ფუნდამენტი, სადაც ადამიანის უფლებები არ წარმოადგენს ფუნდამენტს, ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ პუტინთან ერთად კობახიძე გამოჩნდა ერთ სურათზე. 

კობახიძის პერსონიდან გამომდინარე, ის არავინ არ არის და არაფერს წარმოადგენს პუტინისთვის და შეიძლება არც კი ელაპარაკოს კობახიძეს პუტინი. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც აქვს კომუნიკაცია კრემლს, არის ივანიშვილი", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა. 

თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები