Logo

გიორგი ბუტიკაშვილი - სომხეთი ხდება რეგიონში ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა დაკავშირებადობის გეოპოლიტიკურ კონტექსტში

პოლიტიკა
118
Frontnews image description

სომხეთი ხდება რეგიონში ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა დაკავშირებადობის გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ეს პირდაპირ აისახება სომეხ ხალხზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა სომხეთი ევროპას უახლოვდება, "ქართული ოცნება" რუსული ინტერესებით მოქმედებს.

"სომხეთი ხდება რეგიონში ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა დაკავშირებადობის გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ეს პირდაპირ აისახება სომეხ ხალხზე, მათ უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, მაგრამ "ქართული ოცნება" ქმნის დაბრკოლებას, როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის, რომ რეგიონი იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი.

"ქართული ოცნება" არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს, არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებს, ის მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ინტერესებით", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები