ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

ავტორი
Front News საქართველო
დაკავებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
აკადემიკოსს პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
ასევე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი მულაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი პროცესი გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად მიმდინარეობდა.
ორივე მათგანი 9 ოქტომბერს დააკავეს.
თაგები:
გიორგი ჩახუნაშვილი




