Logo

გიორგი ჩაკვეტაძე ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

პოლიტიკა
1411
Frontnews image description

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, “გახარია საქართველოსთვის” აქტივისტებსა და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

“რა მოხდა სინამდვილეში და რა დამალეს გახარიელებმა თავიანთ ვიდეოში, რომელსაც ნაცების ტელევიზიები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავრცელებენ. მოღალატე გახარიას რომ ჰკითხო, ნაცებთან საერთოდ არ აქვს შეხება. დაჩეხილ ვიდეოებს ისინი უვრცელებენ და რეკლამას უკანონოდ ისინი უშვებენ თავიანთ ტელევიზიებში”,  – წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

თაგები:

Advertisement