გიორგი ჩაკვეტაძე - ამათ ვინ უნდა დაამხონ, ერთი სიტყვის შეცვლაც კი ვერ გაბედეს გამოგზავნილი დავალების ტექსტში

ავტორი
Front News საქართველო
ეს წერილი „ნაცებმა“ ბრიუსელიდან მიიღეს, რაც 15:00 საათზე ,,პრაიმ ტაიმმა" გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე წერს სოციალურ ქსელში და აღნიშნულ წერილს აქვეყნებს.
"ამათ ვინ უნდა დაამხონ, ერთი სიტყვის შეცვლაც კი ვერ გაბედეს გამოგზავნილი დავალების ტექსტში. გაცხადებული აგენტურა - უცხოელები, ოღონდ ქართული სახელითა და გვარებით“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
"პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს და აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
თაგები:
გიორგი ჩაკვეტაძე




