Logo

გიორგი ჩაკვეტაძე - ამის თქმას ბედავს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დღემდე დსთ-ის წევრია

პოლიტიკა
91
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება.

"ამის თქმას ბედავს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დღემდე დსთ-ის წევრია და მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიწყო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცედურა. 

თვითონ ეს ქალბატონი მოლდოვის რუმინეთთან მიერთებას ემხრობა. აღარაფერი რომ ვთქვათ მოლდოვაში კორუფციის დონეზე, სიღარიბესა და დახურულ მედიასაშუალებებზე.

საქართველოსთან დაკავშირებით ვიღაც ისევ მწარედ გატყუებთ, ქალბატონო მაია!

ჩვენ ბევრი რამ გვახსოვს, მათ შორის ის, რომ 4 ოქტომბერს პირდაპირ ახალისებდით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას და საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმს", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

მოლდოვას პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღის გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები