გიორგი ჩაკვეტაძე – ჩვენმა დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და მანდატის ვადით, ოთხწლიანი ვიზები მივიღეთ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენმა დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და მანდატის ვადით, ოთხწლიანი ვიზები მივიღეთ. XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამო კი, ამ ღონისძიებაზე ვერ გავემგზავრეთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე წერს.
“ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი ,,სიმართლე”
გიორგი კანდელაკმა 22 ნოემბერს მოიტყუა, რომ თითქოს პარლამენტის დელეგაციას კანადამ ვიზები არ მისცა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ხატია წილოსანმა ამ სიცრუეს ამომწურავი პასუხი იმ დღესვე გასცა.
დღეს კი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე გამოვიდა და ეს ტყუილი პირდაპირ ეთერში გაიმეორა.
სინამდვილეში, 22-25 ნოემბერს, მონრეალში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართა, რომელსაც კანადის პარლამენტმა უმასპინძლა.
ჩვენმა დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და მანდატის ვადით, ოთხწლიანი ვიზები მივიღეთ. XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამო კი, ამ ღონისძიებაზე ვერ გავემგზავრეთ.
ეს ხალხი თავის ქვეყნის სანქცირებას ითხოვს, ათას სისულელეს აბრალებს საქართველოს. ჩვენ კი, ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ინტერესებს ვემსახურებით.
მივმართავ ამ ორგანიზაციებს, ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. გამოვიდნენ და საჯაროდ უარყონ კიდევ ერთი დეზინფორმაცია!“ – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
თაგები:
გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე – “ნაცმოძრაობა” თუკი რაიმეს აპროტესტებს, თსუ-ში არაფერი ესაქმებათ და შეუძლიათ ქუჩაში გააპროტესტონ და გვითხრან რას აპროტესტებენ

გიორგი ჩაკვეტაძე – რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც, 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ

გიორგი ჩაკვეტაძე – ჩემი ძმა 2008 წლის ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და წლებია, რუსული პასპორტი არ ჰქონია