გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება – "უოტფორდის” ქართველმა ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა

ავტორი
Front News საქართველო
დიდი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. ინგლისურმა „უოტფორდმა” სოციალურ ქსელებში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშსა და ბურთთან მუშაობას იწყებს.
საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველისთვის სეზონი 2025 წლის 5 აპრილს დასრულდა. "ბრისტოლ სიტისთან“ შეხვედრის 31-ე წუთზე მან ტერფის ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. დაზიანების გამო ჩაკვეტაძემ სანაკრებო შეკრებები და ექვსი მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა.
საინტერესოა შეუერთდება თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე ნოემბერში ეროვნულ ნაკრებს.
საქართველო ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს 15 ნოემბერს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.
თაგები:
გიორგი ჩაკვეტაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


