გიორგი ჩაკვეტაძე - მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც ქართული სახელმწიფო არ უშვებს


ავტორი
Front News საქართველო
ნაცების ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტთან გამართულ აქციას.
მისი განცხადებით, გარე ძალების მიზანი გასაგებია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, შესაბამისად, ყურადღება გვმართებს, რომ ეს განზრახვა მათ სისრულეში არ მოიყვანონ.
“ნაცების ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ...
პარტიული უფროსები ავალებენ ამის გაკეთებას. ამათ უფროსებს კიდევ, თავიანთი უფროსები.
მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია. ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოა მშვიდობის კუნძული.
გარე ძალების მიზანი გასაგებია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც განსაკუთრებით ბოლო 3 წელია ქართული სახელმწიფო არ უშვებს.
ჩვენ კი, ყურადღება გვმართებს, რომ ეს არც მომავალში დავუშვათ!” - წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
გიორგი ჩაკვეტაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს