
ავტორი
Front News საქართველო
რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც – 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია იმედგაცრუებული დარჩა საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან, გადავიდნენ პროვოკაციებზე.
“რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც – 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. კოლექტიურ ნაც. მოძრაობას ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს… რამდენიმე წუთის წინ იმედის გადამღებ ჯგუფს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს… მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან იმედგაცრუებულები დარჩნენ, გადავიდნენ პროვოკაციებზე. ველოდები დიპლომატიურ კორპუსს რა რეაგირება ექნება. სოლიდარობა თითოეულ ჟურნალისტს! ამათ ბოროტ ზრახვებზე სახელმწიფოს ყოველ ჯერზე ექნება შესაბამისი რეაგირება!“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
თაგები:
გიორგი ჩაკვეტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს