გიორგი ჩაკვეტაძე - თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და "დე ფაქტო" თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე

ავტორი
Front News საქართველო
გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო... თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და "დე ფაქტო" თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩაკვეტაძის თქმით, 2024 წელს ზუსტად იგივე ნარატივით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნების შედეგები არ აღიარებინეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა და ამავე დროს ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციური ქმედებებიც დაუფინანსეს.
"გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო...
თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო" თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე. ამას პაველ ჰერჩინსკის 2 დღის წინანდელი წერილიც ადასტურებს.
ეს იმ სერიიდანაა, გამჭვირვალობა არაევროპული და ადმინისტრაციული შენობების შტურმი - ევროპული ღირებულებააო.
2024 წელს ამ ნარატივით, რადიკალებს არჩევნების შედეგები არ აღიარებინეს და ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციური ქმედებებიც დაუფინანსეს.
იგივე ხელწერა იყო წელს, 4 ოქტომბერს, თუმცა ქართული სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდა.
ბოდიშის მომხდელი ესენი არ არიან, მაგრამ ჩვენ იმავეს გავიმეორებთ: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
თაგები:
გიორგი ჩაკვეტაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


