Logo

გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის (Fidesz) ცენტრალურ ოფისს ეწვია

პოლიტიკა
942
Frontnews image description

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის (Fidesz) ცენტრალურ ოფისს ეწვია.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) პრეზიდენტ იშტვან მოჰაჩისთან.

შეხვედრას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი დორა ჰიდაში და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ზოლტან ლუკაჩი დაესწრნენ.

მხარეებმა ქართული ოცნებისა და ფიდესის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები