გიორგი ჩალაძე – ამხელა ოთახში იმიტომაა ვარდების რევოლუციის შემოქმედი, გმირი დღეს, რომ ქართველმა ხალხმა გაიღვიძოს


ავტორი
Front News საქართველო
მაგიდაზე ოდნავ დიდია ოთახი, სადაც მიხეილ სააკაშვილია დღეს, ამხელა ოთახში იმიტომაა ვარდების რევოლუციის შემოქმედი, გმირი დღეს, რომ ქართველმა ხალხმა გაიღვიძოს, ლიდერები ჩაუდგნენ წინ და გამოიყვანონ საქართველო რუსული მმართველობიდან – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს.
ის ოპოზიციიური პარტიების ლიდერებს დაუყოვნებლივ მოქმედებისა და ხალხის ქუჩაში გამოყვანისაკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, მძლავრია ოპოზიციური ტალღა, პრობლემა კი მის მართვაშია. “ყველას დარჩება თანამდებობები”, – აღნიშნავს ჩალაძე და დასძენს, თუ ლიდერი ხალხს ვერ გამოიყვანს, ან ლიდერშია პრობლემა ან მოწოდებაში.
“ხალხმა დაფიქსირა არჩევანი, რომელიც მოპარეს ცხვირწინ, რუსული მეთოდებით და ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და დადგეს. უნდა გამოვიდეს ხვალ, ზეგ, მაზეგ, არავითარი ერთი თვის თავზე, არავითარი 2 წლის მერე. არანაირი შეთანხმებები დიდ აქციებს არ ჭირდება, ამას ჭირდება მოქმედება. უნდა ადგეს, ყველა პარტიამ, ნება იბოძოს, ვისაც მიაჩნია, რომ მივდივართ რუსეთში და გადავიქეცით პატარა რუსეთად უკვე, თავისი ხალხი გამოიყვანოს. თუ ლიდერს ხალხი არ გამოყვება, ან ლიდერი არ ვარგა, ან მოწოდება. ამიტომ ყველამ, მათი ყურების საამებლად, თუ სატკენად, გაიგოს ეს მესიჯი.
ან ნება იბოძონ და ქვეყანა გადარჩინონ, საკუთარი ტყავი შეაგდონ ბრძოლაში, ისე როგორც მიშამ გააკეთა, ან არადა, მოვრჩეთ სატელევიზიო კომენტარებს.
მიხეილ სააკაშვილი იმიტომ მოხვდა საავადმყოფოში, რომ პროტესტი გამოხატა, საქართველოში ჩამოვიდა გადასარჩენად და არა სამკურნალოდ, ეს უნდა გვესმოდეს, ყვველა პარტიას, ყველა ლიდერს… ყველას დარჩება თანამდებობები…
მაგიდაზე ოდნავ დიდია ოთახი, სადაც მიხეილ სააკაშვილია დღეს, ამხელა ოთახში იმიტომაა დღეს ვარდების რევოლუციის შემოქმედი, გმირი დღეს, რომ ქართველმა ხალხმა გაიღვიძოს, ლიდერები ჩაუდგნენ წინ და გამოიყვანონ საქართველო რუსული მმართველობიდან.
მორჩა, მიშა სააკაშვილმა თავის თავი გადადო და ახლა მინდა ვუთხრა ყველას: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვისთანაც კარგი ურთიიერთობა მაქვს, ცუდი ურთიერთობა მაქვს, დღეს თქვენ გქვიათ პოლიტიკოსევბი და მართავთ პარტიებს, გაინძერით და გააკეტეთ ქართული საქმე”, – გიორგი ჩალაძემ “ტვ პირველის” ეთერში.


გიორგი ვაშაძე – გასულ წელს ერთით ნული გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, წელს საბოლოო გამარჯვებას მოვიპოვებთ

გიორგი ბარამიძე – მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო ყოფილიყო წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში

შალვა პაპუაშვილი – ნურავინ თავს ნუ იტყუებს და ნუ იმშვიდებს, ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ადგილი მიუჩინა