Logo

გიორგი ჩალაძე – დარწმუნებული ვარ, გავრცელდება ახალი შტამები, რომელიც ჯერ ჩვენთვის არ არის ცნობილი

საზოგადოება
978
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ახალი შტამები გავრცელდება. მისივე განმარტებით, მუტაციები მაშინ ხდება, როცა ქვეყანაში ადამიანების დიდი რაოდენობა ვაქცინირებული არაა.

 

“ისრაელმა, ჩვენმა პარტნიორმა, ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ გვითხრა, რომ საქართველოს უკიდია ცეცხლი და ეს ცეცხლი დღეს დელტა+ შტამის დასახელებით არის ცნობილი. ჩვენი მეგობარი ქვეყანა გვეუბნება, რომ ცუდ დღეში ვართ.

 

როგორც ვაქცინაზე, ტექსტირებაზე ვიყავით სხვაზე დამოკიდებული, ზუსტად ისე ვართ კოვიდის აღმოჩენაზეც დამოკიდებული. ჩვენი მთავრობა არაფერს აკეთებს, გარდა მუქთახორობისა, ხელფასის აღებისა და ჩადებისა ჯიბეში. დარწმუნებული ვარ, რომ გავრცელდება ახალი შტამები, რომელიც ჯერ ჩვენთვის არ არის ცნობილი. ძალიან მეშინია ახალი მუტაციის. მუტაციები ხდება მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობა ადამიანების არ არის ვაქცინირებული”, – აცხადებს ჩალაძე.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი საქართველოსთან საზღვარს კეტავს. მიზეზი კოვიდ 19-ის ახალი შტამია, რომლის წარმომავლობაც, სავარაუდოდ, საქართველოდან არის. დელტა+ს შტამი ქვეყანაში საქართველოდან ჩასულ 12 ტურისტს დაუდასტურდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები