Logo

გიორგი ჩალაძე – მე ვიყავი ამაყი და სევდიანი, როდესაც ვუსმენდი ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შესანიშნავ სიტყვას

პოლიტიკა
1471
Frontnews image description

მე ვიყავი ამაყი და სევდიანი, როდესაც ვუსმენდი ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შესანიშნავ სიტყვას – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სევდიანი სანახავია, რომ  პუტინის ჯალათები ასამართლებენ საქართველოს პრეზიდენტს.

 

“ეს არის ისტორიული მოვლენა. რეალობა ისა, რომ საქართველოს პრეზიდენტისათვის სასჯელის მისჯას ჯალათები პუტინის დავალებით ცდილობენ. მე ვიყავი ამაყი და სევდიანი. ამაყი, როდესაც ვუსმენდი ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შესანიშნავ სიტყვას, მაგრამ კიდევ ერთხელ დავინახეთ ყველამ, რომ ის არის პუტინის ტყვე.

 

ვნახეთ, რომ  პროკურორები სამართლებრივი სფეროდან არიან გასულები და პოლიტიკაში ჩართულები. როდესაც მიშა ეხებოდა რუსეთს, ჩვენი ე.წ პროკურორები წამოხტებოდნენ. ისინი არ ღიზიანდებოდნენ სამართლებრივ საკითხებზე საუბრისას, მაგრამ ღიზიანდებობდენ პუტინის ხსენებისას”, – განაცხადა ჩალაძემ.

 

მისი თქმით, “საკუთარი საკარმოდამოებიდან” აქტიურობის დაწყებაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილმა ადამიანებს ხელ-ფეხი გაუხსნა და უთხრა, რომ ვისაც არ უნდა პარტიის მითითებით მოქმედება, შეუძლია დამოუკიდებლად გამოვიდეს და გააპროტესტეოს უსამართლობა.  

 

ჩალაძე კვლავ აცხადებს,  რომ “სეირნობის დრო” არ  არის. 

 

“ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ ახლა სეირნობის დრო არ არის,  ჩვენ  ქვეყანა  რუსეთს უნდა გამოვტაცოთ ხელიდან. მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი კი ჩემთვის ნიშნავს, რომ ვისაც არ უნდა პოლიტიკური აქტიურობა პარტიის ფარგლებში აქტიურობა, მათ ხელ-ფეხი გაუხსნა, – შეიკრიბეთ და გადაარჩინეთ ქვეყანაო.  მიშა დღეს არის თავისუფლების სიმბოლო, რომელსაც პუტინი კლავს. არა მხოლოდ თბილისში,  ყველა მუნიციპალიტეტში ადამიანები უნდა გამოვიდნენ და შექმნან წინააღმდეგობის მოძრაობა”, – განაცხადა ჩალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები