Logo

გიორგი ჩალაძე – თუკი იცოცხლებს, სავარძელში დარჩება მუდმივად

პოლიტიკა
788
Frontnews image description

თვალი გტკივა, იმდენად მძიმე სანახავია ეს ყველაფერი და უსუსურობის განცხადა გრჩება, რომ ვერაფერს შველი, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია.  

 

“ყოველი წამი, ყოველი წუთი რომელიც იქ არის,  სამწუხარო მოლოდინია,  ჩვენ არ ვიცით როდის განხორციელდება ის სამწუხარო ზარი. კლავენ და მას ჩვენ ვუყურებთ ლაივში,  ადამიანი როგორ იწურება. თუკი იცოცხლებს,  ის სავარძელში დარჩება მუდმივად“, – განაცხადა ჩალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები