Logo

გიორგი ჩიკვაიძე – ძალიან მხნედ ვართ, ამ ხალხს გამოაქვს თავისი თავის განაჩენი, ეს ჩემი განაჩენი არაა

საზოგადოება
1040
Frontnews image description

ძალიან მხნედ ვართ, მეტიც, მეამაყება დღეს ამ მდგომარეობაში ყოფნა. ამ ხალხს გამოაქვს თავისი თავის განაჩენი, ეს ჩემი განაჩენი არაა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს 11 მანქანა მიჰყვებოდა საგურამოდან სასამართლომდე.

“აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ 48 საათში გამოვავლინე და მთელ საქართველოს ვაჩვენეთ 114 იდენტიფიცირებული გაურკვეველი პიროვნება, რომლებიც ხან საბურავებს გვიშვებდნენ, ხან დაგვდევდნენ, ხან სახლში გვივარდებოდნენ – ეს ხომ რეჟიმის სრული სიგიჟეა?!

დღეს 11 მანქანა რომ მოგვაცილებდა საგურამოდან სასამართლომდე, ერთ-ერთმა მათგანმა ისიც იკადრა, სასამართლოს შემოსახვევში მანქანის შუშა ჩასწია და გვითხრა, 1 საათში ხომ ჩვენს ხელში ხარო?! ეს არის რეჟიმის სახე, მდგომარეობა. ძალიან მხნედ ვართ, მეტიც, მეამაყება დღეს ამ მდგომარეობაში ყოფნა. ამ ხალხს გამოაქვს თავისი თავის განაჩენი, ეს ჩემი განაჩენი არაა”, – განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე  ბრალდებულებისთვის შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა განიხილება.

თაგები:

Advertisement