Logo

გიორგი ჩითარიშვილი - 2009 წლის 15 ივნისს აქციაზე დაუნდობლად გვირტყამდნენ, სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი

პოლიტიკა
158
Frontnews image description

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი ჩათირიშვილმა განაცხადა, რომ  2009 წლის 15 ივნისის აქციაზე ადამიანებს დაუნდობლად სცემდნენ.

„თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა. 15 ივნისს, თავისი სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. იყო 26 მაისი, 7 ნოემბერი, მაგრამ 15 ივნისს ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიდოა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ. საპროტესტო ტალღა მინელებული იყო იმ პერიოდისთვის, ხდებოდა სახლებიდან დაკავებები, ოღონდ სხვანაირი ფორმით ხვდებოდნენ, სცემდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მისვლის მოტივი იყო, რომ ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს სახელებსა და გვარებს, არ ვმალავთ ვინაობას, რადგან ნებისმიერ ადგილას გადაადგილებისას გიღებენ, ვგრძნობდით, რომ მარტოები არ ვიყავით. 15 ივნისი იყო ზე მშვიდობიანი აქცია, კადრებშიც ჩანს. ეს იყო წინასწარ განზრახული თავდასხმა, მათ უნდოდათ, სცენარი დაედგათ, ვითომ ვიჭრებოდით და ეკა ზღულაძემ მოგვიანებით, 3-4 საათში გააკეთა განცხადება, თითქოს პიკეტირებას და პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით“, – განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.

გიორგი ჩითარიშვილის განცხადებით, აქციის დარბევისას გამოყენებული იყო არა მხოლოდ ხელკეტები, არამედ არმატურის ნაჭრები და ჩაქუჩიც.

„ის შეგრძნება არ ყოფილა, რომ ზოგი ახალგაზრდა იყო, ზოგიც პატარა, 15-16 წლის ბავშვები იყვნენ და ცოტა დავინდოთ, ვინმე არ შემოგვაკვდესო. შემდეგ ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ხომ შეიძლებოდა, ვიღაცები შემოკვდომოდნენ-მეთქი. ერთ ადამიანზე ალბათ შვიდი ადამიანი მოდიოდა. გარდა ხელკეტისა, სხვადასხვა ნივთი ეჭირათ ხელში. მე პირადად არ დამინახავს, მაგრამ ძალიან ბევრმა ახსენა, რომ იქ იყო ჩაქუჩიც. არმატურის ნაჭრები იყო გამოყენებული ჩვენ წინააღმდეგ“, – განაცხადა ჩითარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები