
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს და პედაგოგებს შეხვდა.
ქალთა კვირეულის ფარგლებში, მინისტრმა პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეხვედრაზე სკოლაში არსებული ძირითადი გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე.
ასევე მინისტრმა სკოლის დირექტორთან ერთად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
გიორგი ძაძამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს