გიორგი ძიგუა ბათუმში, ეკომიგრანტთა და დევნილთა განსახლების ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შეხვედრების ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი, ქალაქ ბათუმში, ეკომიგრანტთა და დევნილთა განსახლების ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
გიორგი ძიგუა ბათუმში არსებულ დევნილთა განსახლების ობიექტის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ადგილზე პირადად გაეცნო. მინისტრმა მოსახლეობასთან ერთად, პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე აღმაშენებლის დასახლების სერვისცენტრის გამგებელი იოსებ ტარიელაძე და ამხანაგობის თავმჯდომარე ლეილა პატარაია იმყოფებოდნენ.
მინისტრის აპარატი დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს