Logo

გიორგი გაბიტაშვილი – დიდი ხანია, ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია კომუნიკაცია

პოლიტიკა
707
Frontnews image description

ახალი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია წლებია, არ ჰქონია.

 

“ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ დიდი ხანია, ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის მისი მთავარი პროკურორობის დროს, მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. ერთთვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა, რაიმე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში, არის მხოლოდ სპეკულაციები.

 

დიდი ხანია, ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია კომუნიკაცია, წლებია. საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება”, – განაცხადა გაბიტაშვილმა. 

 

პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი 80 ხმით დაამტკიცა. ის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაინიშნა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები