გიორგი გაბუნია - ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს


ავტორი
Front News საქართველო
ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებაში, თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნეს ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში და იგივე ვადაში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და დაკვირვებოდა საქართველოში საარჩევნო პროცესს - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გაბუნიას თქმით, ეუთო/ოდირი არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ ევრობიუროკრატთა მხრიდან.
"როდესაც 2007 წელს სააკაშვილი გადადგა პრეზიდენტობიდან და დაინიშნა ხელახალი არჩევნები, ზუსტად მაშინაც ერთ თვეზე ნაკლებ დროში ეუთო/ოდირმა გამოაგზავნა სადამკვირვებლო მისია საქართველოში და თუ სააკაშვილმა მიმართა ეუთო/ოდირს და რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი, იმისთვის რომ „გაეპრავებინათ“ სააკაშვილის გაყალბებული არჩევნები?! ეუთო/ოდირმა მაშინ, პრაქტიკულად „გაუპრავა“ მაშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები და კიდევ ერთხელ ეს ნათლად ადასტურებს იმას, რომ ეუთო/ოდირს ძალიან სერიოზული ზეწოლა აქვს ევრობიუროკრატების მხრიდან და არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით", - აცხადებს გიორგი გაბუნია.
თაგები:
გიორგი გაბუნია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს