გიორგი გაბუნია - ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრებს, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს პასუხგაუცემელი არ დარჩება


ავტორი
Front News საქართველო
“სახელმწიფო დამხობა, ან დამხობის მცდელობა არის კონკრეტული დანაშაული და შესაბამისად, ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა ის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო, რომელმაც ჩაატარა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბუნიამ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავების შესახებ.
მისი თქმით, ხაბეიშვილის ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას.
“ლევან ხაბეიშვილი - ადამიანი, რომელიც არის პირდაპირი აგენტი და მართული გარე ძალების მხრიდან, აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრებს, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს პასუხგაუცემელი არ დარჩება.
ბუნებრივია, სახელმწიფო დამხობა, ან დამხობის მცდელობა არის კონკრეტული დანაშაული და შესაბამისად, ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა ის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო, რომელმაც ჩაატარა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს.
მურთაზ ზოდელავას ბრალდების მხარე ედავება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას - მან დამალა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი და ამასთან დაკავშირებით მასაც წარედგინა ბრალი. დაველოდოთ სასამართლო მიმდინარეობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მურთაზ ზოდელავა იქნება, ლევან ხაბეიშვილი იქნება თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედი პირები, ყველას გაეცემა ადეკვატური პასუხი კანონის მხრიდან", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ლევან ხაბეიშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი წარდგენილი აქვს ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში.
თაგები:
გიორგი გაბუნია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს