
ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ “ოცნების” ხელმძღვანელებს მიმართა, რომ სჯობს მის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური პროპაგანდისტული კამპანიებიდან ერთი ამოირჩიონ და ის მიიყვანონ ბოლომდე, თორემ ახალ-ახალი კამპანიების წამოწყების ფონზე მათი უსუსურობა რთული საყურებელია.
“რამდენიმე ბინძური პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს – ერთი იყო, მოდით ნარკოტესტი ჩავაბაროთო და ესე ჰაერში გაისროლეს, მერე თავის ექსპერტებით და პროპაგანდისტული მანქანით – აი ასე, ნელ-ნელა, ირიბად მიუთითეს და ჩემი სახელი და გვარი აღმოჩნდა. ამის წინ იყო და სახელმწიფო გადატრიალება მზადდებაო და გახარია სახელმწიფოს ატრიალებდა მიშა სააკაშვილთან და პოლიციელებთანო – პოლიციელებს მიაყენეს შეურაცხყოფა. ახლა თურმე ეს ახალი რაღაც მოიგონეს. ნუ ხალხნო, ერთ ვერსიას მაინც ჩაეჭიდეთ და რაღაც ბოლომდე მაინც მიიყვანეთ – წარმოუდგენელია, აი ამ უსუსურობის ყურება უბრალოდ არის შეუძლებელი. ამასთან ერთად, დღეს იყო ძალიან კარგი – აქედან დღევანდელი ოცნების ბოსები გამოვარდნენ და აქ ჩვენ სახელს და გვარებს აბრახუნებენ და იქითა მხრიდან მიშა სააკაშვილი გამოვარდა და ის იქედან კიდევ რაღაც სულელურ ნარატივს ავითარებს. ერთმანეთს ეხმარებიან”, – განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს