გიორგი გახარია – ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა ხმის დაცვის დროა ყველა ხერხით


ავტორი
Front News საქართველო
ამ წუთებში ჩვენ ვიბრძვით ყველგან მოქალაქეების ნების დასაცავად. ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს დადასტურებული ობიექტურად, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა.
“ამ წუთებში ჩვენ ვიბრძვით ყველგან მოქალაქეების ნების დასაცავად. ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს დადასტურებული ობიექტურად. ფაქტია, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და ის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არ მომხდარა გუშინ, ჩვენ დიდი ხანია, ამაზე მტკიცებულებებით ვსაუბრობდით, რომელიც გადავეცით ჩვენს პარტნიორებს.
ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, ამომრჩევლების მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, საჯარო მოხელეების დაშინებას, იმისთვის, რომ მომხდარიყო არჩევნების მოპარვა. ამის შემდეგ, ფაქტია, რომ ჩვენს პარტიაზე განხორციელდა ზეწოლა. პერსონალურად ივანიშვილი მე და ჩემს გუნდს გვემუქრებოდა გასამართლებით, თუმცა, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს და თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი, რომ ყველას დავუმტკიცეთ ჩვენი პარტიის მნიშვნელობა. ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა ხმის დაცვის დროა ყველა ხერხით.
რაც ბოლო თვეების განმავლობაში, ივანიშვილმა და ხელისუფლებამ გააკეთა, ეს არის ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შედეგების გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ევროპული მომავლის გადარჩენასთან. ყველამ უნდა მივმართოთ გონივრულ პროტესტს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების თავისუფლებას“, – განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს