გიორგი გახარია – ამ არჩევნების შედეგებით ჩვენ, პარტია “საქართველოსთვის“ დავიწყებთ ქვეყანაში ცვლილებების პროცესს


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა “ოცნების” მიერ ტირაჟირებულ განცხადებაზე, თითქოს პარტია „საქართველოსთვის“ იშლება.
„ჩვენი გუნდის დაშლა ოცნებაში დაანონსეს 3 თვის წინ – თავიდან ამბობდნენ ვერ შეიქმნებაო, მერე თქვეს რაღაცა, რომ შარლ მიშელის ხეშლეკრულებისთვის შეიქმნაო რაც პირიქით იყო – ჯერ ეს გადაწყვეტილება იყო და მერე შეთანხმება და საერთოდ ვერანაირი კავშირი ვერ იქნებოდა. ჩვენ არავის არ ვლანძღავთ, არავის არ ვეჩხუბებით, არავის არ ვეომებით – მშვიდად მივყვებით ჩვენს გეგმას. ეს გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ 3 თვის განმავლობაში ვქმნით პარტიულ ინფრასტრუქტურას, თან გვინდა მონაწილეობა მივიღოთ მუნიციპალურ არჩევნებში. და ვიღაც ახლა იძახის, რომ ჩვენ ვიშლებით – კი არ ვიშლებით, ობიექტური რეალობა ის არის, რომ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი მზარდი რეიტინგის მქონე პარტია“, – აცხადებს გიორგი გახარია.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ოცნების იმ მესიჯსაც უპასუხა, რომ ოპოზიცია არეულობას გეგმავს.
„ჩვენ არეულობას არ ვგეგმავთ, ჩვენ ვგეგმავთ ღირსეულად, კონკურენტულად მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და ამ არჩევნების შედეგებით დავიწყოთ ამ ქვეყანაში ცვლილებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ჩვენთვის – ამ არჩევნების შედეგებით ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ დავიწყებთ ქვეყანაში ცვლილებების პროცესს“- განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს