გიორგი გახარია – ამ პრინციპით იქნა არჩეული ბექა ლილუაშვილი, საქართველოში არ მოიძებნება ბევრი ადამიანი, ვისაც ეკონომიკა ასე ესმის


ავტორი
Front News საქართველო
“მინდა თითოეულ რუსთაველს აბსოლუტურად გულწრფელად ვთხოვო მხარი დაუჭირონ ამ ახალგაზრდებს ბექა ლილუაშვილის ლიდერობით. იმიტომ, რომ ეს არის უაღრესად მოტივირებული, კეთილსინდისიერი, პროფესიონალების, ახალგაზრდების გუნდი, სადაც ასევე არიან გამოცდილი ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იშრომებენ რუსთავის განვითარებისთვის და მათ საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვთ. მათ სწორი ხედვა აქვთ რას ნიშნავს ინდუსტრიული რუსთავის და ეკონომიკურად ძლიერი რუსთავის განვითარება ქვეყნისთვისაც და რუსთავისთვისაც, რას ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილები, რას ნიშნავს კომფორტული გარემო, რას ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა რუსთავი, რას ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რას ნიშნავს რუსთავისა და თბილისის ერთმანეთთან დაკავშირება. თან ეს არ არის უბრალოდ იდეები – ყველა ამ იდეის უკან არის კონკრეტული გეგმა თავის დაფინანსებით, წყაროების მოზიდვით და დეტალურად დამუშავებული გეგმით. ეს ქალაქი თავის დროზე ახალგაზრდებმა შექმნეს და ახლა მოდის დრო, რომ კიდევ ერთხელ ვანდოთ ამ ქალაქის მომავალი ახალგაზრდებს!’’- ასე მიმართა გიორგი გახარიამ რუსთაველებს
პარტია ,,საქართველოსთვის“ რუსთავის მერობის კანდიდატის ბექა ლილუაშვილის და საკრებულოს სიის მხარდასაჭერად.
“მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, ინფორმირებული და გონივრული არჩევანი გავაკეთოთ და დავუჭიროთ მხარი იმ ახალგაზრდებს, რომლისთვის ქვეყნის მსახურება, კეთილსინდისიერება, პროფესიონალური მსახურება არის მთავარი მიზანი!“- აღნიშნა გახარიამ.
გიორგი გახარიამ მედიის კითხვას იმაზეც უპასუხა, რომ ბექა ლილუაშვილი რუსთაველი არ არის.
„ბექა ლილუაშვილი არ არის რუსთაველი – ამას არავინ უარყოფს. მაგრამ რუსთავი არარუსთაველებმა შექმნეს! ეს ინდუსტრიული ქალაქია! ბექას ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ საქართველოში დღეს არ მოიძებნება ბევრი ადამიანი, რომელსაც ეკონომიკა და ქართული ეკონომიკა ესმის ისე, როგორც ესმის ბექა ლილუაშვილს – დეტალურად იცის. როგორც რუსთავი არის ქართული ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ქალაქი – ასევე ეკონომიკა და ინდუსტრიული ეკონომიკა რუსთავის ქალაქის განვითარებისთვის და რუსთაველებისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამ პრინციპით იქნა ბექა არჩეული. ამასთან ერთად, მან ძალიან კარგად იცის თბილისის და საქართველოს ეკონომიკაც და ეს ინტეგრირება და სინერგიული ეფექტის გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი! ბექას ზურგს უმაგრებენ საუკეთესო რუსთაველები – ის არის გუნდის ლიდერი და ეს გუნდი არის სრულად რუსთაველებისგან დაკომპლექტებული, თან ღირსეული რუსთაველებისგან, რომელთაც აქ ძალიან კარგად იცნობენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს