გიორგი გახარია – არ შეიძლება ასე, არ შეიძლება ყველაფერი პრივილეგირებულ ხალხს მოხმარდეს


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია კახეთში ვიზიტს განაგრძობს. გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი გურჯაანშიც გახსნა.
“ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ეს ქაოსი უნდა დავამთავროთ. მთავარი არის, რომ ისევე როგორც ყველგან საქართველოში – გურჯაანშიც, სამართლიანობა იყოს მთავარი პრინციპი და არ იყოს პრივილეგირებული ხალხის რაღაც პატარა ჯგუფი, რომელიც ყველაფერს, რაც ყველას ეკუთვნის – გლეხსაც ეკუთვნის, ყველა ჩვენს მოქალაქეს ეკუთვნის – აი, ამას თვითონ როგორც უნდა ისე მოიხმარენ. ეს უნდა დავასრულოთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ გურჯაანში შეკრებილ მხარდამჭერებს.
“არავის ლანძღვას, არავისთან მტრობას, ომს და ჭიდაობას ჩვენ არ ვაპირებთ – წყნარად, მშვიდად მივყვებით და საქმეს გავაკეთებთ. კარგი რაც გაკეთდა, იმას დავიმახსოვრებთ და გავიხსენებთ და რაც ცუდი იყო, ეგ უნდა შევცვალოთ. მიუღებელია უკვე ეს უსაგნო ერთმანეთის ლანძღვა და გინება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფერი ცუდი იყო, მაგრამ ბოლო 2 წელია ერთ ადგილას ვდგავართ და ერთ ადგილს ვტკეპნით. ეს დასამთავრებელია. ამ ბავშვების გამო წინ უნდა წავიდეთ და საქმე უნდა ვაკეთოთ“, – განაცხადა გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აქცენტი გააკეთა სამართლიანობისა და საჯარო რესურსებზე მოსახლეობის თანაბარი წვდომის მნიშვნელობაზე.
“არ შეიძლება ასე, არ შეიძლება ყველაფერი პრივილეგირებულ ხალხს მოხმარდეს, ეს ყველას – ხალხს უნდა მოხმარდეს, ნორმალურ ქვეყანას სხვანაირად ვერ ავაშენებთ!
ვანახებთ ყველას მაგალითს, როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ლანძღვის გარეშე და რაც მთავარია – ღირსეულად. ყოველთვის, ჩვენს გვერდით იქნებიან კეთილსინდისიერი, არაკორუფციონერი და არანეპოტისტი ადამიანები და განსაკუთრებით ახალგაზრდებს გავუხსნით გზას. აქ გურჯაანში ეს სამწუხაროდ, განსაკუთრებით იგრძნობა – არ შეიძლება წლები ერთი და იგივე ხალხი – სხვებსაც უნდა მიეცეს გასაქანი და სხვებსაც უნდა მიეცეთ გზა“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს