გიორგი გახარია – არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება დღეს არ არსებობს, ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი


ავტორი
Front News საქართველო
სენაკში პარტია “საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდეგ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.
“რაც შეეხება თბილისს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი.
კანდიდატებთან დაკავშირებით გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ჩვენ გვეკუთვნის. მოგეხსენებათ, ჩვენი გამოწვევა დღეს ისაა, რომ ერთდროულად ვაყალიბებთ პარტიულ სტრუქტურასაც და ვმონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებშიც. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც აქვთ პარტიებს, ჩვენს კონკურენტებს, რომლებსაც ათწლეულებია და წლებია, უკვე პარტიული ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბებული აქვთ”, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა