გიორგი გახარია – არჩევნებამდე ჯერ საკმაო დროა, რომ პანდემია უმართავად კი არ მიმდინარეობდეს, მთავრობამ საქმეს მიხედოს და შესაძლებელი გახდეს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება


ავტორი
Front News საქართველო
“დღეს არჩევნების გადადებაზე საუბარი არის უპასუხისმგებლობა. იმიტომ რომ არსებობს შესაძლებლობა არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში და ამაზე უნდა საუბრობდეს დღეს მთავრობა“ – ასე პასუხობს გიორგი გახარია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ არჩევნების გადადება „ქართული ოცნების“ ინტერესია.
„ეს მაშინ უნდა გახსენებოდა მთავრობას და კიდევ ბევრ სხვას, როდესაც ქუჩაში პირბადის ტარება გააუქმეს და კიდევ ბევრი არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგეს – მაშინ უნდა გაგვხსენებოდა ეს ყველაფერი და არა ახლა, როდესაც 1 თვეში უკვე არჩევნებია.მე ეს ყველაფერი ძალიან მართულად და ორკესტრირებულად მეჩვენება. სიმართლე თუ გინდათ – დღეს თუ ვინმეა დაინტერესებული არჩევნების გადადებაში – ეს „ქართული ოცნებაა“, სხვა არავინ. მე ეს ყველაფერი მართულ პროცესად მეჩვენება – ვნახოთ, დავაკვირდეთ“, – აცხადებს გახარია.
გიორგი გახარიამ მიანიშნა, რომ არჩევნების გადადების საკითხის წამოჭრა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შესაძლო თანამშრომლობაზე მიუთითებს. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩნდება გარკვეული გონივრული ეჭვები რომ ორ დიდ მოთამაშეს შორის რაღაც სახის გარიგებები ხდება.
მთავრობის და მმართველი ძალის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ისე მართოს პანდემია – შეძლებისდაგვარად ნაკლები ზიანი მიაყენოს როგორც ეკონომიკას, ასევე პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში არ იყოს გაჩერებული. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ქვეყნისთვის დღეს რას ნიშნავს არჩევნები. არჩევნებამდე ჯერ საკმაო დროა იმისთვის, რომ პანდემია უმართავად კი არ მიმდინარეობდეს – მთავრობამ საბოლოო ჯამში, როდესღაც კეკლუცობას დაანებოს თავი და საქმეს მიხედოს და შესაბამისად შესაძლებელი გახდეს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება”,- განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს