გიორგი გახარია ბათუმში განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბათუმში განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებას პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი კონსტანტინე ანანიაშვილი, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე და ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების მიმართულების არსებულ პრობლემებს და სისტემის სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობას, რომლიც შედეგად: მასწავლებლისთვის შეიქმნება გარემო, სადაც ის იქნება თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, ასევე იქნება სათანადო ანაზღაურება ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის და ღირსეული მიდგომა დამსახურებული მასწავლებლების მიმართ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სასწავლო პროგრამებისა და გეგმის მოდიფიცირებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მოსწავლისთვის ხარისხიანი ცოდნის მიცემას, რომელიც მას გახდის კონკურენტულს დასაქმების კუთხით.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს