გიორგი გახარია - ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი

ავტორი
Front News საქართველო
დღეს ერთპარტიული რეჟიმის სახით მოქმედმა "ქართულმა ოცნებამ" ერთხმად მისცა ხმა პარტია "საქართველოსთვის“ 12-ვე მანდატის გაუქმებას, - ამის შესახებ "საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია წერს.
მისივე თქმით, მსგავსი რამ ადრეც უნახავთ.
"დღეს ერთპარტიული რეჟიმის სახით მოქმედმა "ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად მისცა ხმა პარტია "საქართველოსთვის“ 12-ვე მანდატის გაუქმებას. ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა“, - წერს გიორგი გახარია.
პარტია "გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
თაგები:
გიორგი გახარია




