გიორგი გახარია – ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებთან შერიგება და კვლავ დამეგობრება, ეს ყველაფერი მიღწევადია


ავტორი
Front News საქართველო
დღეს უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, უმძიმესი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს მთლიანობისთვის ბრძოლას შესწირეს სიცოცხლე. ქედს ვიხრით ჩვენი ეროვნული გმირების, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ხსოვნის წინაშე!, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოხუმის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
“რუსული ოკუპაცია მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს ქვეყანას. არაერთხელ გვითქვამს, რომ დღეს არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების 20%, არამედ ჩვენი ადამიანური თუ ეკონომიკური პოტენციალის, ჩვენი განვითარების 20 %-ი არის ოკუპირებული.
საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს ყოველდღიურად ძალიან სერიოზულ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება. და ეს არის რეალობა, რომელიც არათუ არ უნდა დავივიწყოთ, არამედ უნდა შევცვალოთ!
ამ რეალობის შეცვლა კი, შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და თანმიმდევრული პრაგმატული პოლიტიკით. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ და არ გააკეთებს.
ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებთან შერიგება და კვლავ დამეგობრება, რაც გახდება ჯერ ნდობის აღდგენის და შემდეგ ერთიანობის საფუძველი. ეს ყველაფერი მიღწევადია, მხოლოდ მშვიდობით და საერთო წარმატებული ევროპული მომავლის შენებით”, – აცხადებს გახარია.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGakhariaGiorgi%2Fposts%2F397829255133834&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”697″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


მამუკა მდინარაძე – ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე

გიორგი გახარია – ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა რა ხდება ჩვენს უბანში, შემდგომ ჩვენს ქალაქში, შემდგომ ჩვენს ქვეყანაში

გიორგი გახარია – ეს ქაოსი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და არავინ ამას არ დაასრულებს ჩვენს გარდა