გიორგი გახარია – დადგა ის დრო, როდესაც პოლიტიკური კულტურა ამ ქვეყანაში, პირველ რიგში პოლიტიკოსებისთვის უნდა შეიცვალოს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მოქალაქე ბევრად უფრო გონიერი და პრაგმატულია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური ელიტა და დადგა დრო, პოლიტიკური კულტურა ამ ქვეყანაში, შეიცვალოს – პირველ რიგში პოლიტიკოსებისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მერობის კანდიდატების დებატებისას განაცხადა.
“მუნიციპალური არჩევნები ჩემთვის არის ის პასუხისმგებლობა, რომ აქ ვიდგე – როგორც არ უნდა მომწონდეს ახლა აქ რაც ხდება, მაგრამ ამაში მივიღო მონაწილეობა. იმიტომ რომ ეს არის პასუხისმგებლობა ჩემი თბილისელების და ჩემ მოქალაქეების წინაშე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მისი მხრიდან თბილისის მერობის არჩევნებში ჩართვაც მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობამ განაპირობა.
“ზუსტად იგივე პასუხისმგებლობაა, რომ როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ამ ნაბიჯის გადადგმა – უნდა გადამედგა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს თბილისშიც და საქართველოშიც გასჩენოდათ არჩევანის უფლება. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ველი ისე ჩაიკეტა, რომ არჩევანის უფლება ფაქტიურად გაქრა, იმიტომ რომ, დღეს ორი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალა ძალიან სწრაფად ემსგავსება ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო ამ არჩევნებში მონაწილეობა და ახალი ფორმაციის, ახალი თაობის პოლიტიკოსების გაჩენა. ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომლებმაც მუნიციპალურ დონეზე – თავის სოფელში, ქალაქში და შემდგომ უკვე ქვეყანაში უნდა აიღონ პასუხისმგებლობა სოფელზეც, ქალაქზეც და ქვეყანაზეც და რაც მთავარია, რომ ჩვენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ პოლიტიკური კულტურის ცვლილება.
დღეს თამამად შემიძლია გითხრათ მთელი ჩემი პოლიტიკური გამოცდილებით, რომ ჩვენი მოქალაქე ბევრად უფრო გონიერი და ბევრად უფრო პრაგმატულია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური ელიტა და დადგა ის დრო, როდესაც პოლიტიკური კულტურა ამ ქვეყანაში, პირველ რიგში პოლიტიკოსებისთვის, უნდა შეიცვალოს. ამიტომ ვდგავარ დღეს აქ, ამიტომ ვსაუბრობ თქვენთან და ამიტომ ვიღებ მონაწილეობას ამ დებატებში”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

გიორგი გახარია – ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა რა ხდება ჩვენს უბანში, შემდგომ ჩვენს ქალაქში, შემდგომ ჩვენს ქვეყანაში

გიორგი გახარია – ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა ლარს, ხალხის ფულს, მოპარულს ბიუჯეტიდან, იმ ვაჟბატონებიდან ყველას მოატანინებს უკან

გიორგი გახარია – ეს ქაოსი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და არავინ ამას არ დაასრულებს ჩვენს გარდა