Logo

გიორგი გახარია – დაკავებული უნდა ყოფილიყო სწორი ფორმით და სწორ დროს, მიაღწიეს იმას, რომ ამ ძალის სრული რეაბილიტაცია მოახდინეს

პოლიტიკა
734
Frontnews image description

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დასრულებული იყო, ნიკა მელიას დაკავების ფორმებზე კი “ქართული ოცნების” “ბოსების“ გადაწყვეტილებამ “ნაციონალურ მოძრაობის” რეაბილიტაცია გამოიწვია.

 

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა და ძირითადი ოპოზიციური ძალა ფაქტობრივად დასრულებული იყო. “ნაციონალური მოძრაობა” იყო იმ არჩევნების წინააღმდეგ, რომლის ლეგიტიმურობაც მთელმა მსოფლიომ სცნო, მან ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევნებს – არ შედიოდა პარლამენტში. უფრო მეტსაც გეტყვით – “ნაციონალური მოძრაობის” ის ლიდერი, რომელიც შემდგომ “ოცნებამ” გამოუშვა ამნისტიით გარეთ, რომელიც დღეს არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ჩემი და ასევე კახას ოპონენტია, მაშინ შტურმით მიდიოდა ცესკოს შენობაზე და ეს ჩვენ ვანახეთ მთელს მსოფლიოს. და ეს ყველაფერი დასრულებული იყო“, – აცხადებს გახარია.

 

გიორგი გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაკავება “სწორი ფორმით და სწორ დროს“ უნდა მომხდარიყო და არა ისე, როგორც ეს “ოცნების” ხელმძღვანელობამ გააკეთა.

 

“ფაქტობრივად “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ოპოზიციური ძალა, როგორც საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების გადმოსახედიდან და შიგნით ქვეყანაშიც სრულად დისკრედიტირებული იყო – მოძალადე პარტია, რომელმაც გაიარა არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიო სცნო და ამ არჩევნებს გამოუცხადა ბოიკოტი. პარტია, რომელიც პანდემიის დროს პირდაპირ სახელმწიფოს ებრძოდა და აწყობდა მიტინგებს. პარტია, რომელმაც შტურმი მიიტანა ცესკოზე, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ პარლამენტზე მიიტანა შტურმი.  ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო დაკავებული სწორი ფორმით და სწორ დროს. ამის შემდგომ, რაც „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ბოსის გაურკვეველი მიზეზის გამო, საერთოდ გაურკვეველი იდეების გამო  გააკეთეს და მიაღწიეს იმას, რომ ამ ძალის სრული რეაბილიტაცია მოახდინეს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

Advertisement