Logo

გიორგი გახარია - დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს

პოლიტიკა
325
Frontnews image description

დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს დღე არის სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლო.

"გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში, ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის არაერთ ბრძოლას გაუძლო, თუმცა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს.

სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ღირსეული მომავალი ექნებათ. 

გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!“, - წერს გიორგი გახარია.

 

Advertisement