გიორგი გახარია – დროა, ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა!

ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება.
“ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.
ახლა დროა, ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა!”, – წერს გახარია Twitter-ზე.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
“დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
თაგები:
გიორგი გახარია




