
ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია.
“არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.
საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.
მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო”, – წერს გახარია.
23 ივნისს “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მათ ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში პრიგოჟინის ბუნტის გამო ანტიტერორისტული ოპერაცია გამოცხადდა.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს