გიორგი გახარია – ერთადერთი და პირველი პარტია ვიქნებით, რომელიც შექმნილია ფასეულობებზე და სოციალურ ბაზაზე


ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი და პირველი პარტია ვიქნებით, რომელიც შექმნილია ფასეულობებზე და სოციალურ ბაზაზე. ამ პარტიის სოციალური ბაზა იქნება საშუალო კლასი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არა ჰყავს, მაგრამ რომლის შექმნაშიც ძალიან აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
“პერსონალურად ჩვენ, გიორგი გახარია და ჩვენი კოლეგები კი არა – თვითონ ეს იდეა განწირულია წარმატებისთვის. ჩვენ არ ვიქნებით? – სხვები იქნებიან, იმიტომ რომ ყველზე მძიმე, რაც კი დღეს ამ ქვეყანაში ხდება, არის უსამართლობის შეგრძნება. მარტივი რამე მინდა გითხრათ, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი – იმიტომ, რომ დაზუსტებით ვიცი, რომ სამწუხაროდ ოცნებას აღარა აქვს რესურსი, რომ რაღაც გამოასწოროს. მე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამომივლია და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს სახელმწიფოს გადმოსახედიდან სიმკაცრის დოზა. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სიმკაცრე არის აუცილებელი ინსტრუმენტი სახელმწიფოსათვის, შეუძლებელია სხვანაირად – ღარიბ ქვეყანაში, სადაც განათლების სისტემა დალაგებული არა გაქვს, მკაცრი სახელმწიფო აპარატის გარეშე ვერაფერს ვერ იზამ. მაგრამ სიმკაცრეს თავისი რესურსი სჭირდება და ეს რესურსი სამართლიანობაა. შენ როგორც კი სამართლიანობასთან პრობლემა გაქვს, ეს საზოგადოება შენს სიმკაცრეს არ მიიღებს – შეუძლებელია. სახელმწიფო აპარატს დღეს არა აქვს იმ სიმკაცრის რესურსი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ დღევანდელ გამოწვევებს უპასუხოს. ეს დამთავრებულია“ – მიმართა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას გარკვეული ეფექტი აქვს, მაგრამ ეს ვერ მუშაობს და საზოგადოებაც, იმის მიუხედავად რომ მოსახლეობას უჭირს – უკვე სხვა დონეზეა და შეუძლებელია დაშინებით და შანტაჟით არჩევნების და მოსახლეობის კონტროლი.
“ჩვენი გუნდის ძირითადი პრინციპი არის კეთილსინდისიერი მსახურება. თავის პროფესიაში შემდგარი ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ სურვილი იზრუნონ საზოგადოებაზე, სხვაზე და ქვეყანაზე – ეს არის ის ბალანსი, რაც ჩვენ უნდა ვიპოვოთ და ჯერჯერობით გამოგვდის. ეს არ არის არჩევნებისთვის შექმნილი პარტია – ეს არის გრძელვადიანი პარტია. ერთადერთი და პირველი პარტია იქნება, რომელიც შექმნილია ფასეულობებზე და სოციალურ ბაზაზე. ამ პარტიის სოციალური ბაზა იქნება საშუალო კლასი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არა ჰყავს, მაგრამ რომლის შექმნაშიც ძალიან აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ. მართლა არავის არ ვებრძვით და ბრძოლა როგორც ასეთი ჩვენი თვითმიზანი არ არის. თვითმიზანი არის, რომ ეს ქვეყანა დღეს ცოტა უკეთესი იყოს, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ გავხადოთ კიდევ ცოტა უკეთესი, ვიდრე არის დღეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ ერთმანეთზე ზრუნვაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ის მხარდამჭერებისგან ამას გრძნობს.
“მადლობა თითოეულ თქვენგანს. დავალებულად ვთვლი თავს – ესე რომ ვუფრთხილდებით ერთმანეთს – ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გაფრთხილებაზე და ზრუნვაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის და მე ამას ხშირად ვგრძნობ ბევრი თქვენგანისგან”, – მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

გიორგი გახარია – ასეთი შედეგი ჯერ არავის არ ჰქონია, დღეს “საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით

გიორგი გახარია – სახელმწიფო და ქვეყანა წინ უნდა დავაყენოთ და მერე ჩვენი თავი და ჩვენი პარტია, ეს იქნება ჩვენი მიზანი და ფასეულობა

“ჩვენ ვიქნებით პირველი პარტია, რომელიც კვლევაზე დაყრდნობით სამართლიან ამნისტიას არჩევნების შემდეგ დააინიიცირებს”