გიორგი გახარია – ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი

ავტორი
Front News საქართველო
დღეს ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თვმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ მელია-კობახიძის ინციდენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეს ცირკი და ქაოსი უნდა დასრულდეს.
“დღეს ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, რომელიც ვერც კი მიხვდა, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო და მივიღეთ ის ცირკი, რაც მივიღეთ. ეს არის ის ცირკი და ქაოსი, რომელიც უნდა დასრულდეს”, – განაცხადა გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში.
გახარიამ ქვეყანაში წესრიგის დამყარების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ ის საერთოდ ვერ მართავს.
“დღეს ჩემთვის და ბევრი ქართველისათვის საკითხი ისე კი არ დგას, ხელისუფლება კარგად მართავს, თუ ცუდად მართავს, საერთოდ ვერ მართავს, არ მართავს. დღეს რეაქტიულ ქმედებებს ვერ ხედავთ? რაღაცა გაჩნდება, ვიღაცები შეიკრიბებიან, რეაქტიულ პასუხს მისცემენ, მეორე დღეს შეიძლება გამოვიდნენ, აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება მიიღონ. როგორ შეიძლება თანმიმდევრულ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას დაეშვა ის შეცდომები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაუშვა?”- განაცხადა გახარიამ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


