გიორგი გახარია - ის, რომ დღეს თქვენ ხართ ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა გაქვთ


ავტორი
Front News საქართველო
ის, რომ დღეს თქვენ ხართ ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა გაქვთ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მისი პარტიის გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტში იყოს.
"ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ პროცედურულ ნაწილში, როდესაც კომიტეტმა ეს განიხილა, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია, მაგრამ როდესაც კენჭი უყარეთ, ეს უკვე თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
ის, რომ დღეს თქვენ ხართ ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა გაქვთ. ეს თქვენი გადაწყვეტილება და არავისი სხვისი. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტში ვიყოთ. სხვებივით ხომ არ გაგვიუქმებია ჩვენი მანდატები და სიები, ეს ჩვენი პოლიტიკური უფლებაა და ამას ვერც თქვენ, ვერც კომისია ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გაგვიუქმებთ. შესაბამისად, თქვენი გადასაწყვეტია. თქვენ აყენებთ თქვენს თავს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ხართ. ახლა აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ძალიან ცდებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს