
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის “ოცნება”, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია წერს.
მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია.
“პარალელურად აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს. გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია. ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია!“ – წერს გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს