გიორგი გახარია – კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს

ავტორი
Front News საქართველო
კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსათვის” თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნარკოტესტს მაშინ გაიკეთებს, როდესაც თავისუფალი დრო ექნება.
“ნარკოტესტთან დაკავშირებით მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამდენჯერმე ჩამიბარებია. როცა თავისუფალი დრო მექნება, ამას გავაკეთებ, არჩევნებამდე. ვინმემ უნდა განმისაზღვროს, ხვალ გავაკეთებ თუ მერე? კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ”, – განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა ნარკოტესტი გაიკეთა და ამისაკენ მის კონკურენტებსაც მოუწოდა. რაც შეეხება დენატებს, კალაძე მასში მონაწილეობას იმ შემთხვევაში დათნხმდება, თუ დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


