გიორგი გახარია - ეს არის შეგნებული მცდელობა, რომ დაამცირონ ჩვენი მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს


ავტორი
Front News საქართველო
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მხარდაჭერას უცხადებს.
“ჩემი მხარდაჭერა პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში.
"ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის საქართველოს უახლოესი მეგობრებისა და მოკავშირეების დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება და იმეორებს რუსეთის პროპაგანდას - ეს არის შეგნებული მცდელობა, რომ დაამცირონ ჩვენი მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს.
"ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა”, - წერს გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს