Logo

გიორგი გახარია – კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში აფერხებს ამ შეთანხმებას

პოლიტიკა
1303
Frontnews image description

კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით,  ეროვნული შეთანხმება ზეპარტიულ საკითხებზე უნდა მოხდეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი შეთანხმების საგანი ვერ გახდება. 

 

“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკაშირებით აზრი არ შემიცვლია, რაც შეეხება შერიგების პროცესს, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა  პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამას ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის ის,  რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს, არ მიყავს წინ. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ყველამ უნდა ვეცადოთ ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით რაც ჩვენ გვაქვს.ეს მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამას.

 

კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას, ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია, უამრავი რამ. ეს არის ზეპარტიული საკითები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია. 

 

შიმშილობა არის პროტესტის ფორმა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რომელიც მიგვიყვანს კონკრეტულ შედეგამდე. დღეს ქვეყანაში რეალური პრობლემა ახალი წლების წინ აქვს თითოეულ ოჯახს შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების. ეს ის პრობლემებია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ.  შეთანხმება, კონსესუსი უნდა მოხდეს ამაზე და არა კონკრეტული ადამინების ციხიდან გამოშვებაზე”, – განაცხადა გახარიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები