Logo

გიორგი გახარია – მადლობა ღმერთს, მე უკვე 9 თვეა, იქ აღარ ვარ

პოლიტიკა
683
Frontnews image description

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მედიის შეკითხვას – მოიაზრებს თუ არა მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და სიცრუეზე დაფუძნებულ კამპანიის დამკვეთად უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს, პასუხობს, რომ არ იცის და არც აინტერესებს.

 

“წარმოდგენა არა მაქვს. მადლობა ღმერთს მე უკვე 9 თვეა, იქ აღარ ვარ. იქ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ არის ამაში ჩართული, ვინ მოჰყავთ, ვინ მიჰყავთ – წარმოდგენა არა მაქვს და არ მაინტერესებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით. ეს გეგმა არ შემოიფარგლება მუნიციპალური არჩევნებით, ბევრად უფრო გრძელვადიანია და ჩემთვის მთავარია ჩვენს მოქალაქეებს ვესაუბრო, რათა ის მხარდაჭერა მივიღო, რომელიც საკმარისია, რომ ქვეყანაში ცვლილებები დავიწყოთ და მე ამას გავაკეთებ. ვიღაცას თუ უნდა მე რაღაცა დამაბრალოს, ტყუილისგან ცილისმწამებლური პროპაგანდა ააგოროს –  ეს ხალხი, ადამიანები ყველაფერს ხედავენ“, – აცხადებს გახარია.

Advertisement