გიორგი გახარია – მე ამ ადამიანებს მორალურ არჩევანს როგორ დავუყენებ, ისინი 2-ში მოვლენ და თავის არჩევანს გააკეთებენ


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ პარტიის ზოგიერთი წევრის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვების შესახებ ისაუბრა.
“ჩვენი პარტია დღეს საქართველოში არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით. ადამიანებზე ძალადობს სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება – ჩვენ ამ ადამიანებს მორალურ არჩევანს არ ვუყენებთ. თუ იძულებული გახდნენ და დატოვეს მე ასე მირჩევნია, რომ მათ დისკომფორტი არ შეექმნათ. ეს ადამიანები ყველა, ვინც დატოვა, ვისაც ძალით დაატოვებინეს, ვინც დააშანტაჟეს მაგალითად, სოციალური დახმარების ჩამორთმევით, ვინც დააშანტაჟეს მაგალითად, შვილისთვის ჩადებით და დაჭერით – მე ამ ადამიანებს მორალურ არჩევანს როგორ დავუყენებ. ეს ადამიანები 2-ში მოვლენ და თავის არჩევანს გააკეთებენ.
დღეს თუ თქვენ ნიუსს ქმნით იმით, რომ ორმა ადამიანმა დატოვა პარტია, იცოდეთ ათობით და ასობით გვიერთდება“, – განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს