გიორგი გახარია – მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს, სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში

ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი ჩოხატაურში გახსნა.
გახარიამ მედიის კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ ადევნების, თვალთვალის და მოსახლეობის დაშინების მცდელობების შესახებაც უპასუხა.
“მე არანაირ ბრალდებებს არ ვაყენებ და მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს – აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. აქ სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში. მე ხომ ვიცი ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც ესეთ დავალებებს იღებენ – ეს სერიოზულ უხერხულობას ჰქმნის.
მთავარი გამოწვევა აქ ის არის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს მეგობრებო – მაშინ, როდესაც სახელმწიფოს უამრავი გამოწვევა აქვს – კოვიდია, პანდემიაა, კრიმინალთან ბრძოლაა საჭირო და რესურსი იხარჯება, თორე მე მითვალთვალონ არანაირი პრობლემა არ მაქვს“, – აცხადებს გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


