გიორგი გახარია – მე ვერ წარმომიდგენია ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე


ავტორი
Front News საქართველო
“დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული დღეა. 29 წლის წინ დაიწყო აფხაზეთის ომი და ის სიმძიმე, რომელიც მაშინ დაიწყო, ჯერ კიდევ მოგვაქვს და ამ მოჯადოებულ წრეს ვერ დავაღწიეთ თავი“, – ასე დაიწყო გიორგი გახარიამ მხარდამჭერებისადმი მიმართვა თელავში, პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნისას.
“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ოკუპირებული მიწები – საქართველოს პრობლემაა ჩვენი ქვეყნის განვითარების ოკუპირება. უნდა ვიზრუნოთ, რომ მშვიდობიანად, გონივრულად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მე ვერ წარმომიდგენია ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე“, – განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს